დამტკიცებულია კომპანიის დირექტორის მიერ ___________
წესები და პირობები:
შპს „ელექტრიფაი საქართველო“ (ს/კ 405663802) წარმოადგენს უმაღლესი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, რომელიც ზრუნავს გარემოზე, ეკოლოგიაზე, მომხმარებელთა უფლებებსა და უსაფრთხო, მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე.
წინამდებარე წესები და პირობები არის სავალდებულო, იმისათვის რათა თქვენ მიიღოთ შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802) მომსახურება.
შესაბამისად, თანხმობის გამოხატვის შემთხვევაში თქვენ სრულ და გაცნობიერებულ თანხმობას იძლევით ყველა და ყოველ ქვემოთმოყვანილ პირობებზე:
1. შესავალი
1.1. წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართი წარმოადგენს თქვენსა და შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802) შორის დადებულ სავალდებული ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802) აპლიკაციის მეშვეობით მომსახურების მიღებას. ასევე, შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802) მიერ თქვენთვის მომსახურების გაწევას, მომსახურების გაწევისათვის საჭირო სამართლებრივ, ტექნიკურ და/ან ფინანსურ საკითხებს, პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს, საფუძვლებსა და სტანდარტებს
1.2. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს და მათ დანართებს (არსებობის შემთხვევაში)
2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
· “ვებ-გვერდი” – ნიშნავს ____________ რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების/სერვისის შეთავაზება;
· „აპლიკაცია“ - ნიშნავს ______________ რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მომსახურების/სერვისის განხორციელება[RA1]
· “კომპანია“ – შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელსაც ეკუთვნის ვებ-გვერდი ________________;
· “მომხმარებელი” – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირდება ელექტრონლად, კომპანიის პლატფორმაზე და სურს მიიღოს მომსახურება
· “მხარეები” – ნიშნავს კომპანიას და მომხმარებელს;
· “ანგარიში” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ელექტრონულად რეგისტრირებულ ანგარიშს
· “რეგისტრაცია” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ელექტრონულად, წინამდებარე აპლიკაციის მეშვეობით სპეციალური პროცედურის გავლასა და ანგარიშის შექმნას მომსახურების მიღების მიზნით
· “ავტორიზაცია” – მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით განხორციელებული ქმედება
· “პერსონალური მონაცემი” – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით
· პერსონალურ მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით
· პერსონალურ მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავება − მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით
· პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრიდება წინამდებარე პლატფორმაზე და რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება
· პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი - მომსახურების გაწევის, ხარისხის გაუმჯობესების და/ან სახელშეკრულებო პირობათა/მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ასევე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა კანონიერი/ლეგიტიმური საფუძვლები
· მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − წინამდებარე აპლიკაციაში გამოხატული ელექტრონული თანხმობა, რომლითაც მონაცემთა სუბიექტმა გამოხატა თანხმობა დამუშავდეს მისი პერსონალური მონაცემები, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგული მიზნებითაც (გაეგზავნოს სარეკლამო შეტყობინებები მობილურ ნომერზე და/ან ელექტრონულ ფოსტაზე)
· დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − შპს „ელექტრიფაი საქართველო“ (ს/კ 405663802) რომელიც ინდივიდუალურად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას
· დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი (კომპანიის კონტრაჰენტი) ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს/დაამუშავებს შპს „ელექტრიფაი საქართველო“სთვის (ს/კ 405663802) და/ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი
· მონაცემთა მიმღები − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელსაც მონაცემები გადაეცა, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა;
· პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით
· პროფაილინგი − მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად
· მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან/და დროს საჭიროებს;
· მონაცემთა ფსევდონიმიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც დამატებითი ინფორმაციის გამოყენების გარეშე შეუძლებელია მონაცემების კონკრეტულ მონაცემთა სუბიექტთან დაკავშირება და ეს დამატებითი ინფორმაცია შენახულია ცალკე და ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მეშვეობით მონაცემების იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან დაკავშირება არ ხდება
· ინციდენტი − მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას.
3. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
3.1. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, გააფორმოს ხელშეკრულება კომპანიასთან და შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობა ითვლება მომხმარებლის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებად, სახელშეკრულებო პირობებზე თანხმობის გამოხატვად და კომპანია უფლებამოსილი ხდება მიაწოდოს მომხმარებელს მომსახურება დადგენილი პირობების შესაბამისად
3.2. მომხმარებელი აცხადებს, რომ არის ქმედუნარიანი პირი და მოქმედებს თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე და იგი არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გამორიცხავს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და სხვა და იგი სრულად აცნობიერებს თავისი ნების გამოვლენის შინაარსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს. ყველა და ყოველი პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით ეკისრება მომხმარებელს
3.3. მომხმარებელი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს
3.4. მომხმარებლის მიერ რეგისტრირებული ყველა მონაცემი არის ზუსტი. მონაცემთა ცვლილების შემთხვევაში პროგრამაში/აპლიკაციაში შესაბამისი განახლების განხორციელების ვალდებულება და/ან პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს
3.5. კომპანია ხელშეკრულებას დებს მხოლოდ ამ წესებსა და პირობებში მოცემულ განცხადებებზე, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, მომხმარებლის თანხმობა ამ წესებსა და პირობებზე გულისხმობს ხელშეკრულების დადებას ყოველგვარი წესისა და/ან პირობის გამონაკლისის გარეშე. მოხმარებლის მიერ რომელიმე წესისა და პირობის დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
4. მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაცია და ავტორიზაცია
4.1. მომხმარებელი აპლიკაციის მეშვეობით მომსახურების მიღების მიზნით, ვალდებულია დარეგისტრირდეს აპლიკაციაში. აღნიშნულის რეალიზაციის მიზნით:
· მომხმარებელი მიუთითებს შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი და ქვეყანა;
· რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მომხმარებელი დაეთანხმოს წარმოდგენილ წესებსა და პირობებს
· მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;
· მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, რომ მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
· მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
4.2. მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენება შესაძლებელია ავტორიზაციის მეშვეობით[RA2] .
5. პასუხისმგებლობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები
5.1. კომპანია პასუხისმგებელია:
· ტარიფის სწორად და ზუსტად გამოთვლაზე
· პერსონალური მონაცემების მართლზომიერად და კანონიერად დამუშავებაზე
· წესებსა და პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მათ დროულად და ზუსტად განთავსებასა და ასახვაზე
· წინამდებარე წესებისა და პირობების, ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე.
5.2. კომპანიას არ ეკისრება არავითარი პასუხისმგებლობა:
· ქურდობაზე, ვანდალიზმზე, ყაჩაღობასა და/ან სხვა ნებისმიერ კრიმინალზე;
· მეხის დაცემაზე, მიწისძვრაზე, სეტყვაზე, წყალდიდობასა და/ან სხვა სტიქიურ უბედურებაზე;
· ჯარიმებზე, საურავზე და/ან სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მიერ პასუხისმგებლობის დაკისრების და/ან ჯარიმა-საურავების დარიცხვის არავითარ შემთხვევაზე;
· დენის ცვალებადობაზე, ძაბვაზე, რაიმე სახის ელექტრულ მუხტზე, დენის და/ან ძაბვის ცვალებადობაზე და/ან მოწოდების შეფერხებაზე და/ან რაიმე სხვა სახის ტექნიკურ ხარვეზზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს და/ან არ გამოიწვიოს ზიანი, ავტომობილის დაზიანება და მსგავსი რამ;
· ავარიაზე, საავარიო სიტუაციაზე, ნებისმიერი მესამე პირის მიერ მიყენებულ/დამდგად ზიანზე, ქმედებაზე და/ან ხდომილებაზე;
· რაიმე სახის ისეთ ხდომილებაზე, ქმედებაზე, ფაქტსა და/ან მოვლენაზე, რომელიც სცილდება კომპანიის უფლებამოსილებებს, კომპეტენციებს, გავლენასა და ზემოქმედების საშუალებებს.
5.3. კომპანიის პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ აპლიკაციის სისწორეზე, დამტენი მოწყობილობის გამართულად მუშაობაზე, პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავებასა და მოცემული წესებით და პირობებით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე (რაზეც დადგენილია/გათვალისწინებულია კომპანიის პასუხისმგებლობა).
6. კონფიდენციალურობის პოლიტიკა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტანდარტები
6.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე და/ან აპლიკაციაში რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მის ყველა პირობას
6.2. თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება კომპანიის სერვისით სარგებლობის განმავლობაში
6.3. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვირთ თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში — პოლიტიკა), ასევე თანხმობას გამოხატავთ დამუშავდეს ტქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის. შესაბამისად, კომპანია უფლებამოსილია გამოგიგზავნოთ სმს-ები მობილურ ნომერზე, შეტყობინებები/წერილები ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ა.შ.
6.4. წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წესებისა და პირობების პირველი აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა წესებისა და პირობების, შესაბამისად, პოლიტიკის უკანასკნელი განახლება
6.5. კომპანია, მისი შვილობილი და მასთან აფილირებული კომპანიები, მათ შორის კომპანიის კონტრაჰენტი მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი, ცდილობენ დაიცვან იმ პირების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისებით. შესაბამისად, კომპანიამ შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება კომპანიისაგან და ის მიზნები, რომლის მისაღწევადაც კომპანიამ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემები. კომპანია ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელსაც თქვენი მონაცემების დაცვისათვის იღებს (ზეგავლენის შეფასება)
6.6. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემზე, რომელიც თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენების შედეგად მოიპოვება კომპანიის მიერ. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე ან/და სერვისებზე, რომლებიც არ არიან კომპანიასთან აფილირებული, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან ან/და სერვისებთან კავშირი კომპანიის პორტალის ან სერვისების საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში — მესამე პირების ვებგვერდები). გთხოვთ გაეცნოთ მესამე პირების ვებგვერდებით ან/და სერვისებით სარგებლობის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, იმდენად, რამდენადაც კომპანია არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების ან/და სერვისების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე
6.7. პოლიტიკა უზრუნველყოფს აუცილებელი ჩარჩო პირობების არსებობას კომპანიის მიერ შიდა ან ტრანს-სასაზღვრო მონაცემთა მიმოცვლისთვის (ასეთის არსებობის და/ან საჭიროების შემთხვევაში). პოლიტიკა უზრუნველყოფს ევროპის კავშირის მონაცემთა დაცვის დირექტივის1 და ეროვნული კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ დაცვის ადეკვატურ დონეს მონაცემთა შიდა და ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლის დროს
6.8. ანონიმური ან/და ისეთი მონაცემები, რომლებიც არ იძლევიან პირის იდენტიფიცირების საშუალებას, მაგალითად მონაცემები სტატისტიკური შეფასებების ან შესწავლისათვის, არ წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის რეგულირების საგანს და მათზე არ ვრცელდება წინამდებარე პოლიტიკის დებულებები
6.9. წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, მოცემულ წესებსა და პირობებს, ასევე საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და საუკეთესო პრაქტიკას
6.10. კომპანია გამოიყენებს (დაამუშავებს) თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისათვის:
· მომსახურების გაწევის, სახელშეკრულებო პირობების შესრულების, ნაკისრი მოვალეობების აღსრულებისა და უფლებების რეალიზაციისათვის
· კომპანიის პორტალის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის
· კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის
· ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად
6.11. როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?
· კომპანია იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ქუქი-ჩანაწერი ან თეგი (შემდგომში — თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს
· ქუქი-ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ კომპანიის პორტალის და სერვისების გამოყენებადობა
· კომპანია ინახავს თქვენს მონაცემებს მხოლოდ ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებისათვის (იხ. პუნქტი 6.10)
6.12. რა პრინციპებით ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების და მათი შემდგომი დამუშავების დროს?
· ა) სამართლიანობა და კანონიერება
პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს, აუცილებელია დაცული იყოს მონაცემთა სუბიექტის ინდივიდუალური უფლებები. პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს კანონიერად და სამართლიანად
· ბ) კონკრეტული მიზნით შეზღუდვა
პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც მონაცემები შეგროვდა. მონაცემთა დამუშავების მიზნის შემდგომი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მოითხოვს შესაბამისი საფუძვლების არსებობას
· გ) გამჭვირვალობა
მონაცემთა სუბიექტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მის შესახებ არსებული მონაცემების მოპყრობა. ზოგადად, პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს უშუალოდ იმ პირისგან, ვისაც ეს მონაცემები ეხება
· დ) განადგურება
პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება სამართლებრივი ან ბიზნეს-პროცესთან დაკავშირებული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ წარმოადგენს საჭიროებას, უნდა განადგურდეს. ინდივიდუალურ შემთხვევებში, შესაძლოა არსებობდეს მითითება ინტერესებზე, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაცვას ან მონაცემების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ასეთ შემთხვევებში, მონაცემები უნდა იქნეს დაცული მანამ, სანამ არსებობს ასეთი მონაცემების დაცვის სამართლებრივი ინტერესი
· ე) ფაქტობრივი სიზუსტე, უახლესი მონაცემები
დაცული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, სრული და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს არაზუსტი ან არასრული მონაცემების განადგურებას, შესწორებას, დამატებას ან განახლებას
· ვ) კონფიდენციალურობა და მონაცემთა უსაფრთხოება
პერსონალური მონაცემები ექვემდებარება მონაცემთა საიდუმლოებას. აუცილებელია, პერსონალურ მონაცემებთან ინდივიდუალურ დონეზე კონფიდენციალური მოპყრობა და მათი დაცვა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ მონაცემებზე უნებართვო წვდომას, უკანონო დამუშავებას ან გავრცელებას, ასევე, შემთხვევით დაკარგვას, ცვლილებას ან განადგურებას
6.13. ვის გადავცემთ პორტალზე და სერვისებზე თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?
· კომპანიამ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან კომპანიისათვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს თქვენი ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირებს, აგენტებს და სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს, რომლებსაც კომპანიის პორტალის, აპლიკაციის ან სერვისების მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება
· თუკი მოვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ დავრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, გავაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა
· ასევე, ჩვენს მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული გაიდლაინის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე
6.14. უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ მოპოვებული ინფორმაციის დასაცავად?
· კომპანიამ მოახდინა ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ კომპანიის მიერ მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
6.15. უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით - მომხარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია:
· მოითხოვოს წვდომა მის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების ასლებზე და მის დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერ ინფორმაციაზე, ან მოითხოვოს ასეთი ინფორმაციის დამატება, განახლება ან ჩასწორება
· მოითხოვოს იმ პერსონალური მონაცემების წაშლა, ანონიმურობა ან დაბლოკვა, რომელიც დამუშავებულია კანონისა ან/და ამ წესების შესაბამიდ ან მისი დარღვევით
· მოითხოვოს მონაცემების დამუშავების ლეგიტიმური საფუძვლის შემოწმება
· გააუქმოს თანხმობა. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს თანხმობა. მის გაუქმებამდე დამუშავებული მონაცემები კვლავ მიიჩნევა კანონიერად. ამასთან, ასეთ შემთხვევაში კომპანია ვეღარ გაუწევს სერვისს/მომსახურებას მომხმარებელს
6.16. აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად (მათ შორის, ნებისმიერი ინფომრაციის წასაშლელად) გთხოვთ დაგვიკავშირდით ელფოსტაზე ___________ [RA3]
6.17. მონაცემები ინახება და მუშავდება მანამ, სანამ მომხმარებელი იყენებს კომპანიის მომსახურებას. შესაბამისად, მონაცემები ინახება და მუშავდება მომსახურების გაწევის სრული პერიოდის განმავლობაში.
7. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
7.2. მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო
8. მოქმედების ვადა
8.1. წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე.
9. დასკვნითი დებულებები
9.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს
9.2. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე
9.3. ომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ წესებსა და პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს კომპანიის საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, ან/და ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის ან/და სმს-ის საშუალებით
9.4. ის საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
[RA1]ანუ, მე ასე წარმომიდგენია - ცალკე იქნება საიტი, სადაც ჩვენზე იქნება ინფორმაცია ჩაშენებული და ა.შ. ხოლო ცალკე იქნება აპლიკაცია, რომელსაც მობილურში გადმოწერ და როცა შეაერთებ ჩვენს კაბელს იქ, აპლიკაციაში მოახდენ გააქტიურებას. როგორც მაგალითად თბილისი პარკინგზე ხდება.
ეს თუ სხვაგვარად ხორციელდება - გამისწორეთ და დავაკორექტირებ
[RA2]ესეც ტექნიკურად ნახეთ აბა - მე ასე წარმომიდგენია
[RA3]უნდა დავარეგისტრიროთ მეილი, სადაც მოიწერება მოხმარებელი ამ მოთხოვნით